პლატფორმა CASES იწყებს სასტიპენდიო პროგრამას დიზაინისა და IT სფეროს შესასწავლად

პლატფორმა CASES იწყებს სასტიპენდიო პროგრამას. სტიპენდიები მოგცემთ შესაძლებლობას, მიიღოთ წვდომა ონლაინ-კურსებთან. კერძოდ, კურსებთან, რომელთა მეშვეობით შეისწავლით გრაფიკულ დიზაინს, ინტერფეისების დიზაინს, ვებდიზაინს, მოუშენ დიზაინს, ფრონტენდს. პლატფორმა იმგვარადაა მოწყობილი, რომ სწავლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ და პარალელურად შეძლებთ რამდენიმე კურსის გავლას. 

სტიპენდია მოგცემთ წვდომას პლატფორმის ყველა კურსთან 3 თვის განმავლობაში. სტუდენტები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მოიპოვებენ არანაკლებ 2 სერტიფიკატს, შეძლებენ სტიპენდიის გაგრძელებას დამატებით 3 თვით. 

კანდიდატების შერჩევა გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით. შერჩევის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 5 დეკემბრისა. 

CASES სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა შეავსოთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/3TeYBUK 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)