პლატფორმა „რეპეტიტორები საზღვრებს გარეშე“ https://tutoringwithoutborders.org/ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს რეპეტიტორის უფასო მომსახურებას მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, პროგრამირებაში, ინგლისურ ენასა და სხვა აკადემიურ საგნებში.
პლატფორმა იწვევს ყველა სტუდენტს/სკოლის მოსწავლეს, რომელსაც სჭირდება დახმარება საგნის შესწავლაში. დარეგისტრირდით პლატფორმაზე https://tutoringwithoutborders.org/studentregister.php
არ დაგავიწყდეთ ელ.ფოსტის შემოწმება, მათ შორის, spam საქაღალდის.
„რეპეტიტორები საზღვრებს გარეშე“ დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც უკრაინელ მოსწავლეებს/სტუდენტებს რეპეტიტორებთან აკავშირებს. შესაძლოა, მალევე მოიძებნოს თქვენთვის სასურველი პედაგოგი. თუ ასე არ მოხდა, არ იღელვოთ. ახალი სტუდენტებისა და პედაგოგების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და პლატფორმა ყველაფერს აკეთებს პროექტში ახალი კადრების მოსაზიდად.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)