უფასო ინტერაქტიული ონლაინ პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის

Earthlings Hub არის ინტერაქტიული ონლაინ პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ომის გამო ახალ ქვეყნებში გადავიდნენ და სურთ სწავლის გაგრძელება, განსაკუთრებით მეცნიერებაში, ინჟინერიაში, პროგრამირებაში (STEM). პროგრამა ცდილობს, მხარი დაუჭიროს და განავითაროს ბავშვების ინტერესები, დაეხმაროს მათ, შეხვდნენ მეცნიერ მკვლევარებს, განიხილოს მათთან ერთად მეცნიერებაში შემდგომი წინსვლის შესაძლებლობები, გააძლიეროს მათი კვლევის, კრიტიკული და სისტემური აზროვნების უნარები. გაკვეთილები უფასოა.

გაკვეთილებზე ჩაწერა https://booking.earthlingshub.com/

პროექტები

მეცნიერება, როგორც ცხოვრების საქმე

პროექტი აკავშირებს მოზარდებს მოქმედ მეცნიერებთან. აქ შეგიძლიათ, დასვათ ნებისმიერი შეკითხვა, შეხვდეთ თანამოაზრეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეწვიოთ სამეცნიერო ლაბორატორიებს, იპოვოთ მენტორი თქვენთვის საინტერესო სფეროში.

სახელმძღვანელოს მიღმა

პროექტს თინეიჯერები სტანდარტული სასკოლო კურიკულუმის მიღმა გადაჰყავს ინტერდისციპლინარული საკითხების სამყაროში, ეხმარება მეცნიერული აზროვნებისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

Earthlings Hub-ს მართავს Blue Marble Space, საერთაშორისო არაკომერციული ინსტიტუტი, რომელიც დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)