Glovo-სა და “წითელი ჯვრის” ერთობლივი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს გლოვოს აპლიკაციის მეშვეობით უკრაინის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. აპლიკაცია 5-დან 500 ლარამდე თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა. Glovo-თი განხორციელებული თითოეული შემოწირულობა უკრაინის წითელ ჯვარში გადაირიცხება. ამასთან, Glovo უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაშიც დაგეხმარებათ. Glovo-სა და საინიციატივო ჯგუფის ”ქართველები უკრაინელებისთვის" ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინაში სასიცოცხლოდ საჭირო ნივთების გაგზავნა Glovo Express-იდან არის შესაძლებელი.
საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, ცხოველთა კვება და სხვა კატეგორიის პროდუქცია - დახმარებით დაინტერესებულ პირებს ნივთების სრული ჩამონათვალი Glovo-ს აპლიკაციაში დახვდებათ.
გლოვოს კურიერები უფასოდ უზრუნველყოფენ მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიტანას შეგროვების პუნქტში, საიდანაც ჰუმანიტარული დახმარებ ა უკრაინაში გაიგზავნება.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)