დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა უკრაინის ომით დაზარალებული ქალებისათვის

უკრაინის ომით დაზარალებული ქალებისათვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა იწყება.

პროექტი სამ ფაზად იყოფა. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს დასაქმების ბაზრის თავისებურებებსა და გამოწვევებზე, შეადგენენ დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, გაანალიზებენ ვაკანსიებს და მოემზადებიან გასაუბრებებისთვის. 

პროექტის მეორე ფაზაში ქალები გაივლიან მეწარმეობის ტრენინგებს. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობას მეწარმეობის შესახებ, ისწავლიან, თუ როგორ უნდა დაარეგისტრირონ საწარმო, რა არხებით გაავრცელონ ინფორმაცია და როგორ მოიზიდონ მყიდველები. ასევე, მონაწილეები გაეცნობიან იმ სირთულეებს, რასაც მეწარმე ქალები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში და ისწავლიან ამ სირთულეებთან გამკლავებას.

პროექტის მესამე ფაზაში პროფესიულად გადამზადებული და გაძლიერებული ქალები დაესწრებიან მრგვალი მაგიდის ტიპის ფორუმს, სადაც გაეცნობიან პოტენციურ დამსაქმებლებს, გაუზიარებენ მათ საკუთარ რეზიუმეებსა და სამოტივაციო წერილებს. მეორე მხრივ, მოწვეულ დამსაქმებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ პროექტის სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს.

დარეგისტრირებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/G8k1H6qeNmQcs3E9A 

პროექტი “კარიერული ორიენტაციის პროგრამა” მიზნად ისახავს ოცი უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტი ქალის პროფესიულ გადამზადებას, რათა ისინი საქართველოს დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ და ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას მიაღწიონ.

პროექტს ხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია მოხალისეთა ჰაბი, ქალთა ფონდისა და ფონდი ტასოს ფინანსური მხარდაჭერით.  

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)