მომზადებულია VisitUkraine.Today-ის ინფორმაციის მიხედვით
არის შემთხვევები, როდესაც უკრაინელებს პასპორტის აღება სჭირდებათ და ამ დროს სახელმწიფოს გარეთ იმყოფებიან. პასპორტის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ უკრაინაში დაბრუნება. საკმარისია დაუკავშირდეთ უკრაინის საელჩოს ან საკონსულოს ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ, დოკუმენტების საჭირო პაკეტით.
დოკუმენტების სია ზრდასრულთათვის (18 წელზე უფროსი პირები):
1. უკრაინის მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი (პასპორტის პირველი გვერდი + ყველა გვერდი შესაბამისი აღნიშვნებით) ან უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი (მაგალითად, მოწმობა პირის მოქალაქედ რეგისტრაციის შესახებ).
2. განაცხადის წარდგენის ქვეყანაში დროებითი ან მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
3. დოკუმენტები (და მათი ასლები), რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებებს, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს პასპორტის შეცვლა (მაგალითად, გვარის შეცვლის შემთხვევაში).
4. საკონსულო და ადმინისტრაციული მოსაკრებლების გადახდის ქვითარი. ზოგიერთ უწყებაში შეგიძლიათ, პასპორტის გაცემის თანხა რეგისტრაციის დროს გადაიხადოთ. ასე რომ, მოითხოვეთ მეტი ინფორმაცია.
5. განცხადება -კითხვარი (ფორმდება კონსულის მიერ მიღებისთანავე).
6. განმცხადებლის ფოტოს საელჩოში გადაიღებენ და ის ციფრული სახით შევა სისტემაში.
დოკუმენტების ჩამონათვალი ბავშვებისთვის:
1. 14 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის უკრაინის მოქალაქის პასპორტი, 14 წელს მიუღწეველი პირისათვის პასპორტის გაცემის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დაბადების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი + ასლები.
2. განაცხადის წარდგენის ქვეყანაში დროებითი ან მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
3. საკონსულო და ადმინისტრაციული მოსაკრებლების გადახდის ქვითარი. ზოგიერთ უწყებაში პასპორტის გაცემის საფასური შეგიძლიათ რეგისტრაციის დროს გადაიხადოთ, ასე რომ მოითხოვეთ მეტი ინფორმაცია.
4. მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას იბარებს კონსული. თუ მშობლები არ არიან დაქორწინებულები - განაცხადს ავსებს მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით.
მეორე მშობელი წარადგენს:
- განცხადება-თანხმობას ბავშვისთვის პასპორტის გაცემაზე;
- უკრაინის მოქალაქის პასპორტს ან უცხოურ პასპორტს და მის ასლს.
მეორე მშობლის არყოფნის შემთხვევაში ასეთი განცხადება წარდგენამდე ჯერ ნოტარიალურად უნდა დაამოწმოთ. განაცხადი შეიძლება დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ უკრაინაში ან იმ ქვეყნის ნოტარიუსის მიერ, სადაც შეგაქვთ განაცხადი.
მეორე მშობლის განცხადება არ არის საჭირო, თუ ის არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი (აუცილებელია, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები და ასლები), ან თუ წარმოადგენთ შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის ორიგინალსა და ასლს:
• მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;
• სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მშობლისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
• სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მშობლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შესახებ;
• სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მშობლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;
• თუ მშობლები არ არიან დაქორწინებულები, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მშობლის განაცხადთან ერთად;
• ამონაწერები მოქალაქეთა დაბადების შესახებ სამოქალაქო აქტების სახელმწიფო რეესტრიდან, სადაც მითითებულია ინფორმაცია მამის შესახებ უკრაინის საოჯახო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
5. განმცხადებლის ფოტოს საელჩოს შენობაში გადაიღებენ, ან 12 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ერთი ფერადი ფოტო 10-15 სანტიმეტრი ზომით. ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს.
6. თუ დედამ ან მამამ ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა გვარი, დამატებით უნდა წარმოადგინოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები (ქორწინების მოწმობა, განქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლა და ა.შ.) (დედანი და ასლები).
16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პასპორტი გაიცემა 4 წლის ვადით.
უცხოური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით.
დამზადებისა და გაცემის ვადები
პასპორტის დამზადების ვადა 3-დან 20 სამუშაო დღემდე მერყეობს. საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, დამზადებული პასპორტის მიწოდების ვადა 6-დან 9 დღემდეა და შეიძლება გაიზარდოს 3 კვირამდე.
დამზადებული დოკუმენტი საელჩოში ან საკონსულოში ინახება 1 წლამდე ვადით, რის შემდეგაც განადგურდება.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)