ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში 13 იანვარს, პარასკევს, 19:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება უნიმარკეტი #STANDWITHUKRAINE უკრაინის მხარდასაჭერად.
უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება:
საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულება;
შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ;
დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, ილიაუნისგან მოითხოვოს ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების საქველმოქმედო ყუთში მოათავსოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეგროვებული თანხით უკრაინელთა დასახმარებლად შეიძენს აუცილებელ მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას.
თუ გსურთ უნიმარკეტზე ნივთების გასაყიდად გამოტანა და ამ ფორმით უკრაინის მხარდაჭერა, შეავსეთ აპლიკაცია და თქვენს საჭიროებათა შესაბამისად მოწყობილისივრცე დაგახვდებათ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/7fxJeR6g124ouJuX9
ადგილმდებარეობა: ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დამატებითი შეკითხვებისთვის
577 75 59 86
pr@iliauni.edu.ge
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)