მომზადებულია VisitUkraine.Today-ის ინფორმაციის მიხედვით
უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი (No1487 დადგენილება) მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვისშესახებ. კანონის თანახმად, ამიერიდან უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაეკისრებათ ახალი მოვალეობები და ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან საზღვარგარეთ მყოფი სამხედრო ვალდებულების მქონე პირების აღრიცხვაზე.
რა ახალ მოვალეობებს შეასრულებენ უკრაინის საკონსულოები და საელჩოები საზღვარგარეთ?
• უკრაინის საკონსულოებსა და საელჩოებს მოეთხოვებათ სამხედრო ვალდებულებისა და ასაკის მქონე იმ პირებისა და რეზერვისტების აღრიცხვა, რომლებიც ამჟამად საელჩოს ან საკონსულოს სიებში იმყოფებიან. აღრიცხვა განხორციელდება სიის მიხედვით;
• დიპლომატიური დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან, აცნობონ შესაბამის ტერიტორიულ დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრებს, სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ქვედანაყოფებს სამხედრო ვალდებულების მქონე პირების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ან მოხსნის შესახებ მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
ვინ უნდა დადგეს სამხედრო აღრიცხვაზე?
• 16-დან 27 წლამდე ასაკის პირები;
• სამხედრო ვალდებულების მქონე პირები და რეზერვისტები, რომლებიც ჯერ არ გაცდენილან რეზერვში ყოფნის ასაკობრივ ზღვარს;
• ქალები, რომლებმაც მიიღეს სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
• სურვილისამებრ – ქალები, რომლებმაც მიიღეს განათლება სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ პროფესიებში.
როგორ დავდგეთ სამხედრო აღრიცხვაზე ონლაინ?
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც სამხედრო ვალდებულების მქონე პირები და რეზერვისტები სამთავრობო აპლიკაციის Дія -ს საშუალებით შეძლებენ, სამხედრო კომისარიატებს მიაწოდონ შესაბამისი მონაცემები.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)