ინგლისური კლუბის ინსტრუქტორის ვაკანსია ქუთაისში

Sonyashnik არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს მიერ. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას. პროექტისთვის ეძებენ ინგლისური კლუბის უკრაინელ ინსტრუქტორს ქუთაისში. 

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

• სალაპარაკო ინგლისური ენის კარგად ფლობა (სავალდებულო)

• ახალგაზრდული კლუბების განვითარებისა და მართვის გამოცდილება სკოლაში ან არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში (სასურველია)

• ინგლისურის ან ფილოლოგიის დიპლომი (სასურველია)

ანაზღაურება: $350 (gross)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა:

1. შეავსონ და წარადგინონ ონლაინ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 22 იანვრისა. აპლიკაციის ბმული იხილეთ აქ:

https://forms.gle/cUKocP67gtdpN9yq7

2. გაგზავნონ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.soniashynk@gmail.com;

შერჩეული კანდიდატები მიწვეულნი იქნებიან ონლაინ გასაუბრებაზე პროექტის გუნდთან. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ, გაგზავნეთ მისამართზე info.soniashnyk@gmail.com.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)