მომზადებულია VisitUkraine.Today-ის ინფორმაციის მიხედვით
რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ უკრაინელების ევაკუაციას უფასოდ და სად შეგიძლიათ წასვლა.
ევაკუაცია ფინეთსა და ნორვეგიაში
პოლონური ორგანიზაცია Asymetryści უკრაინელების ევაკუაციას სკანდინავიის ამ ქვეყნებში უფასოდ ახორციელებს. დახმარების მისაღებად:
• დაუკავშირდით ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდს;
• მისწერეთ ელ.ფოსტაზე kontakt@asymetrysci.pl;
• ჰკითხეთ პოლონელ მოხალისეებს მატარებლის სადგურზე „Wschodnia“.
ევაკუაცია ისრაელში
არაკომერციული ორგანიზაცია Israel4Ukraine ეხმარება უკრაინელებს ისრაელში გამგზავრებაში. როდესაც დახმარებას ითხოვთ, თქვენ მიიღებთ:
• უფასო ევაკუაციას პოლონეთში;
• მატარებლის ბილეთებს;
• საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ევაკუაციას.
Israel4Ukraine-თან დაკავშირების რამდენიმე გზა არსებობს:
• სოციალური ქსელები და მესინჯერები: Whatsapp +(972) 58 511 8788; ფეისბუქი; ინსტაგრამი; ტელეგრამი @israel4ukraine;
• ელფოსტა info@israel4ukraine.org;
• დარეკეთ +(972) 58 511 8788;
დახმარებას ასევე სთავაზობენ ებრაული წარმოშობის უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ ისრაელში რეპატრიაციის უფლება. დაუკავშირდით ცხელ ხაზს +380983630832, +380677686222, 0 (800) 3333 01.
ევაკუაცია მოლდოვაში
ორგანიზაცია „Medibus“ ხარკოვიდან კიშინიოვში მოსახლეობის უფასო ევაკუაციას ახდენს. გამგზავრება ყოველ ხუთშაბათს 12:00 საათზე, ხოლო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა მეორე დღეს 9:00 საათზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია ასევე ახორციელებს ლოგინად ჩავარდნილი და შეზღუდული მობილობის მქონე პირების ტრანსპორტირებას. საჭიროების შემთხვევაში, „Medibus“ დაგეხმარებათ, რომ მოლდოვადან ევროპის სხვა ქვეყნებში უფასოდ ჩახვიდეთ.
შეავსეთ სარეგისტრაციო განაცხადი ბმულზე https://rb.gy/8p4foi
ევაკუაცია პოლონეთში
პოლონეთამდე უფასო ტრანსპორტით სარგებლობა ლვოვში შეგიძლიათ. უფასო ავტობუსების განრიგი:
• ლვოვის მთავარი რკინიგზის სადგურიდან საერთაშორისო გამშვებ პუნქტებამდე, როგორებიცაა რავა-რუსკა, კრაკოვეც, გრუშევი, უფასო ავტობუსები დადიან ყოველდღე 07:00-დან 18:00 საათამდე. გამგზავრების მისამართი: დვორცოვაიას მოედანი, მარცხნივ მდებარე პარკინგი.
• პიდზამჩეს რკინიგზის სადგურიდან საერთაშორისო გამშვებ პუნქტებამდე უფასო ავტობუსები მოძრაობენ იმავე განრიგის მიხედვით, 07:00-დან 16:00 საათამდე. გამგზავრების მისამართი: ოგურეჩნაიას 1.
ევაკუაცია უკრაინის შიგნით
„ADRA Ukraine“ მხარს უჭერს დნიპროს მცხოვრებლებს და შეუძლია ევაკუაციის განხორციელება მთელს უკრაინაში, ხოლო შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო ტრანსპორტის უზრუნველყოფა.
გადაადგილების ორგანიზებისთვის დარეკეთ ნომერზე: +38 050 572 04 07; +38 067 203 62 48; +38 067 333 17 52; +38 093 170 67 39; +38 050 615 57 50.
დონეცკის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, მთავრობის საკოორდინაციო შტაბი აწყობს ევაკუაციას ჩერკასის რეგიონში. მატარებელი პოკროვსკიდან 4 დღეში ერთხელ გავა. ჩერკასში ჩასვლისთანავე დონეცკის რეგიონის მაცხოვრებლები მიიღებენ უფასო საცხოვრებელს, ჰუმანიტარულ დახმარებას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის მატარებლის განრიგი, მარშრუტები და საკონტაქტო ნომრები, წაიკითხეთ აქ https://rb.gy/4krufv
შეგახსენებთ, რომ ბოლო საევაკუაციო მატარებელი გადის 28 თებერვალს.
გამგზავრება ცხელი წერტილებიდან
მოხალისეთა ორგანიზაციები Rubikus და Helping to Leave ეხმარებიან უკრაინელებს დატოვონ ქალაქები, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
• დაუკავშირდით Rubikus-s მათი Facebook-ის ან ვებსაიტის მეშვეობით;
• ჩაწერეთ დახმარება წასასვლელად Telegram-bot-ით.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)