როგორ შეგიძლიათ უკრაინაში მყოფი ბავშვების დახმარება

ომის დროს ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად ბავშვებს სჭირდებათ. უკრაინაში მყოფი, ომისგან დაზარალებული ბავშვების დახმარებაში არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციაა ჩართული. ამ საქმეში წვლილის შეტანა სახლიდან გაუსვლელად თქვენც შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე ორგანიზაციის სიას და ინფორმაციას დონაციისათვის.

 

Voices of Children  

2015 წლიდან  დონეცკსა და ლუჰანსკში ომით დაზარალებულ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას Voices of Children უწევს. 

ანგარიშის მფლობელი: NO CHARITABLE FUND VOICES OF CHILDREN

SWIFT: AGRIUAUK

IBAN: UA203006140000026007500456564

მიმღები ბანკი: JSC "CREDIT AGRICOLE BANK"

ბანკის მისამართი: 42/4, Pushkinska Street, 01024 Kyiv, Ukraine

დანიშნულება: Charitable donation

დონაცია შესაძლებელია Paypal-ით Patreon-ით და კრიპტოთი. დეტალები ბმულზე:  https://voices.org.ua/en/donat/

 

UNICEF

სამედიცინო აღჭურვილობიდან ჰიგიენურ საშუალებებამდე - UNICEF აღმოსავლეთ უკრაინაში ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე მუშაობს. 

დონაციის ბმული https://help.unicef.org/gao/ukraine-emergency

 

Tabletochki Charity Foundation

სანამ უფროსები ომში იბრძვიან, ბავშვები არანაკლებ ვერაგ მტრებს: სიმსივნეს, სიღარიბესა და შიმშილს უნდა შეებრძოლონ.

ორგანიზაციას Tabletochki Charity Foundation რამდენიმე პროექტი აქვს ამ მიმართულებით, მათ შორის:

  • დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილებისათვის - https://www.globalgiving.org/dy/v2/checkout/billing/ დონაცია შესაძლებელია, მათ შორის, პლასტიკური ბარათით.
  • დახმარება სიმსივნით დაავადებული პატარებისათვის - https://www.globalgiving.org/dy/v2/checkout/billing/ დონაცია შესაძლებელია, მათ შორის, პლასტიკური ბარათით.

 

Save the Children

ორგანიზაცია უკრაინელ ბავშვებს მიუდგომელ ადგილებშიც ეხმარება საკვებით, თბილი ტანსაცმლითა და ბომბ-თავშეფრისათვის აუცილებელი ნივთებით.

თანხის გადარიცხვა პლასტიკური ბარათით,  Paypal-ით და Google Pay-ით შეგიძლიათ. დონაციის ბმული https://rb.gy/qrnccc

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)