მომზადებულია VisitUkraine.Today-ის ინფორმაციის მიხედვით
თუ დეპორტირებული პირი იმყოფება აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე პასპორტის ან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის გარეშე, მისთვის უკან დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინაში დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს შემდეგი პირის სახელზე:
- უკრაინის მოქალაქეზე, რომელსაც ადრე ჰქონდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი;
- მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც გაფორმებული ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტები უკრაინაში.
უკან დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა სამ თვემდე ვადით. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინელებს შეეძლებათ ამ დოკუმენტით სახლში დაბრუნება.
ნათესავებსაც შეუძლიათ, გააკეთონ მიმართვა. რა არის ამისთვის საჭირო?
თუ რუსეთის ტერიტორიაზე დეპორტირებულ პირს ჰყავს ნათესავები (ოჯახის წევრები) უკრაინაში, მათ შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოს დეპორტირებული პირის უკან დასაბრუნებელი მოწმობის ასაღებად.
ვის შეუძლია მიმართვა?
- 18 წლამდე დეპორტირებული პირის ერთ-ერთ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს;
- დეპორტირებული პირის ოჯახის წევრს (მშობელი, მეუღლე, ზრდასრული შვილი, ძმა ან და).
რა დოკუმენტებია საჭირო ასეთი მოწმობის მისაღებად?
• წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომლის სახელზეც გაიცემა მოწმობა, აგრეთვე, გაცემის მიზეზები და ამ პირისათვის მოწმობის შემდგომი გადაცემის წესი;
• დაბადების მოწმობა ან მისი ასლი, ელექტრონული დაბადების მოწმობა ან ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან დაბადების რეგისტრაციის შესახებ (18 წლამდე პირზე მოწმობის გაცემის შემთხვევაში);
• კანონიერი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა, ელექტრონული პასპორტი, საზღვარგარეთის ელექტრონული პასპორტი, ელექტრონული დროებითი ბინადრობის ნებართვა, ელექტრონული მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ელექტრონული დოკუმენტი);
• პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (როდესაც საბუთები წარდგენილია კანონიერი წარმომადგენლის მიერ) ან ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (როდესაც საბუთებს წარადგენს ოჯახის წევრი);
• ორი ფერადი ფოტოსურათი (3,5x4,5 სმ და 10x15 სმ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის მოწმობის გაცემისას.
მოწმობის გასაცემად, უნდა დაუკავშირდეთ უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს (შეგიძლიათ იპოვოთ აქ https://rb.gy/f8pvqp).
რა უნდა გაკეთდეს, თუ დეპორტირებულ უკრაინელს უკრაინის ტერიტორიაზე ნათესავები არ ჰყავს?
დეპორტირებულ პირს შეუძლია, დამოუკიდებლად მიმართოს შესაბამის ორგანოს. დოკუმენტები და განაცხადი უნდა გაიგზავნოს რეინტეგრაციის სამინისტროში ელ.ფოსტაზე: info@minre.gov.ua.
წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
1. ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომლის სახელზეც საჭიროა მოწმობის გაცემა;
2. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
3. მოწმობის გაცემის აუცილებლობა
4. არსებობის შემთხვევაში - ინფორმაცია უფლებამოსილი პირის შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ანიჭებს უფლებას, მიიღოს მოწმობა (სახელი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სერია და/ან პასპორტის ნომერი, დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი უკრაინაში).
18 წლამდე ასაკის ბავშვის მოწმობის გაცემისას განაცხადს თან ერთვის ორი ფერადი ფოტოსურათი (3,5×4,5 სმ და 10×15 სმ ციფრულ ფორმატში) და იმ პირის სახელზე გაცემული დოკუმენტების ასლი.
რა დრო სჭირდება რეგისტრაციას და ვის შეუძლია გადასცეს დოკუმენტი დეპორტირებულ უკრაინელებს?
უკრაინაში დაბრუნების პირადობის მოწმობა გაიცემა უფასოდ მიგრაციის სამსახურისათვის მიმართვიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.
ყურადღება! რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ მოწმობაზე განაცხადის მიღების შემთხვევაში, განცხადება და თანდართული დოკუმენტები მიგრაციის სამსახურს ეგზავნება მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.
დეპორტირებულს უკრაინაში დასაბრუნებელ მოწმობას გადასცემს:
- კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი - თუ განცხადება შეიტანა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან ოჯახის წევრმა;
- განმცხადებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- რეინტეგრაციის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების ან საზოგადოებრივი ასოციაციების მეშვეობით (რწმუნებულის არარსებობის შემთხვევაში).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
- მიგრაციის სამსახურს ცხელ ხაზზე: (095) 496-28-30; (050) 138-29-11; (096) 915-00-28; WhatsApp - (096) 033-24-42;
- დეპორტირებულთა საქმეების სამმართველოს რეინტეგრაციის სამინისტროში: (050) 562-03-13 (Viber, Telegram, WhatsApp).
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)