20-24 თებერვალს თბილისში გაიმართება უკრაინელი მხატვრის ინა ხარჩუკის ნამუშევრების გამოფენა “HERITAGE”.
ზუსტად 1 წელი გადის იმ საშინელი ომის დაწყებიდან, რომელშიც უკრაინელები იბრძვიან თავისუფალი ერის წოდების მოსაპოვებლად.
ამიტომ გამოფენის ოთხი დღე გამდიდრებული იქნება მნიშვნელობითა და მოვლენებით. მთავარ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 10 უნიკალური ნახატი.
ცალკე კედელზე იხილავთ გრაფიკების ახალი სერიას - ომს გადარჩენილი იმ უკრაინელი ბავშვების პორტრეტების ჩანახატები, რომლებმაც შეძლეს საქართველოში თავშესაფრის პოვნა. ეს სპეციალური საქველმოქმედო პროექტი უშუალოდ ეძღვნება ქართველი ხალხის სიკეთეს, რომელიც უკრაინელებს ომის პირველივე დღიდან ეხმარება.
ასევე მზადდება სპეციალური პერფორმანსი, რომელიც გამოფენის დღეების განმავლობაში გაგრძელდება.
სად: ბაია გალერეა, თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 19ა.
გახსნა: 20 თებერვალს, 18:00 საათზე.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)