NIAS Save Heaven სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის, მწერლებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომისა და მისი შედეგების გამო მოკლებული არიან შესაძლებლობას, გააგრძელონ მოღვაწეობა.
პროგრამის ხანგრძლივობა 5 თვეა, რომელსაც სტიპენდიანტები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გაატარებენ. სულ გათვალისწინებულია 4 მონაწილის შერჩევა, რომლებიც ყოველთვიურად, სტიპენდიის სახით, 2500 ევროს მიიღებენ. აღნიშნული თანხა მოიცავს ყოველდღიურ ხარჯებს, საცხოვრებლისა და ტრანსპორტის საფასურს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2023 წლის 15 მარტია. შერჩევის შესახებ საბოლოო პასუხი აპლიკანტებს 2023 წლის აპრილის ბოლოსთვის ეცნობებათ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ეს ბმული.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)