მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში განათლების მიღებას, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის სკოლაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას და წარადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობა. უკრაინელ მოსწავლეებს საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე. სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისათვის თბილისის სკოლებში გაიხსნება უკრაინული სექტორი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე +995 32 2 200 220.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)