დღეს, ისევე როგორც ერთი წლის წინ, ქართველი არტისტები ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ეროვნული ორკესტრის რეპეტიციაზე შეიკრიბებიან, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციას გამართავენ.
შესრულდება საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები. შედგება მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის ახალი სიმფონიური ნაწარმოების „მარიუპოლის“ პრემიერა.
სცენას აგრეთვე დაიკავებენ დირიჟორები ირაკლი ჩოლოყაშვილი და კიევში მოღვაწე ილია ინაიშვილი. სოლიდარობის აქციას ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ნინო ქათამაძეც უმასპინძლებს.
სოლიდარობის აქცია 14:30 საათზე დაიწყება.
მისამართი - თბილისი, აღმაშენებლის 182 („დინამოს“ სტადიონთან).
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)