ტრენინგი "ომით დაზარალებული უკრაინელი ქალების ფსიქო-სოციალური გაძლიერება"

„საქართველოს საქმიან და პროფესიონალ ქალთა კავშირი“, საერთაშორისო ფედერაციის - BPW International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, გიწვევთ ტრენინგზე „ომით დაზარალებული უკრაინელი ქალების ფსიქო-სოციალური გაძლიერება“. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მყოფ მიგრანტ უკრაინელ ქალებს, ასაკის მიუხედავად.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველომ ათასობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, უმეტესობა ქალი და ბავშვი. საჭიროა აქტიური ქმედებები მათი რეაბილიტაციისა და სოციალიზაციის კუთხით. 

5 თვის განმავლობაში შეძლებთ ცოდნის გაღრმავებას, დასვენებას და კონტაქტების დამყარებას.

„საქმიან და პროფესიონალ ქალთა კავშირი“ მოაწყობს 4 შეხვედრას ფიზიკურ სივრცეში და 4 შეხვედრას ონლაინ სივრცეში.

გელოდებათ 1 დღიანი ტური კახეთსა და მცხეთაში.

პროექტს გაუძღვებიან ფსიქოლოგები, ექსპერტები, პროფესორები.

სამუშაო ენა: რუსული

პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

• ლტოლვილთა უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები; ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების სერვისები;

• სტრესის მართვის საკითხებზე სპეციალისტ ფსიქოლოგთან შეხვედრა;

• ფემინიზმი და ქალთა უფლებები;

• ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის შესახებ;

• საჯარო რესურსებისა და სერვისების შესახებ ინფორმირება;

• მენტორობა კარიერული განვითარების ასპექტებზე და მათ შესაძლებლობებზე;

და სხვა

პროექტი მარტში დაიწყება, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: info@bpwgeorgia.com.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 მარტი!

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)