Fulbright-ის სახელობის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის უკრაინის ოფისი აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სასტიპენდიო კურსებზე მისაღებად.
მიმდინარე წელს გამოცხადებული კურსები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის:
სპეციალობის სფეროები: ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო დისციპლინები.
Fulbright-ის პროგრამის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკრაინის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ომის დაწყებისას (24.02.2022) იმყოფებოდნენ უკრაინაში, თუმცა საომარი მოქმედებების გამო იძულებული გახდნენ სხვა ქვეყანაში (გარდა აშშ-ისა) გადასულიყვნენ საცხოვრებლად.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 16 მაისი.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს https://rb.gy/r0mqvl
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)