სად უნდა გაიკეთოთ ცოფის საწინააღმდეგო აცრა თბილისში უფასოდ

თუ ხართ უკრაინის მოქალაქე და ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაცია გჭირდებათ, უფასო აცრის გაკეთებას თბილისის პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში შეძლებთ. თან იქონიეთ უკრაინის მოქალაქის პასპორტი. საქართველოში შემოსვლის თარიღს მნიშვნელობა არ აქვს.

მისამართი: საბურთალოს რაიონი, ტაშკენტის ქუჩა 10ა. 

სამუშაო საათები: 24/7

ამასთან, გახსოვდეთ, რომ მითითებული კლინიკის გარდა, საქართველოში უკრაინის მოქალაქეებისათვის (რომლებიც 2022 წლის 1 თებერვლიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში შემოვიდნენ) გადაუდებელი იმუნიზაცია უფასოა ნებისმიერ კლინიკაში.

საქართველოს მთავრობის განკარგულება N602 და არაოფიციალური თარგმანი უკრაინულ ენაზე იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3wB5g36 

შენიშვნა: ჯანდაცვის სფეროში მომსახურების პირობები მუდმივად იცვლება. უახლესი ინფორმაციისთვის გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ კლინიკებს, ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)