26 მარტს - კონცერტი ობოლი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად

26 მარტს, 20:00 საათზე, Republic Event Hall-ში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი უკრაინელი ობლად დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად.

დასავლეთ უკრაინიაში, ივანო-ფრანკოს რეგიონში ბანაკმა „ზოლოტა გენერაცია“ შეიფარა 419 ბავშვი, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომში მშობლები დაკარგეს ან მათი მშობელი ახლა ომში იბრძვიან. ამ ბავშვებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ დახმარება სჭირდებათ რათა ნორმალური საცხოვრებელი პირობები და საკმარისი საკვები პროდუქტი ჰქონდეთ.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ევროვიზია-2004 წლის გამარჯვებული, 2016 წლის უკრაინის მიუზიქ ევორდის გამარჯვებული, უკრაინის სახალხო არტისტი რუსლანა, უკრაინაში და საქართველოში ცნობილი მომღერალი ივანა მელაი, ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „სახე“, ცნობილი მომღერლები ეკა მამალაძე, შეუდარებელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და დავით ალადაშვილი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე https://rb.gy/etspig 

ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება „ზოლოტა გენერაცია“-ს ბანაკის დასახმარებლად. 

ვინც ვერ მოახერხებს ღონისძიებაზე დასწრებას და სურვილი ექნება ქველმოქმედების აქციაში წვლილის შეტანის, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშზე: GE16TB7290945067800002

ან სილქნეტის აბინენტებმა დარეკონ ნომერზე 0901-303-038 (ზარის ღირებულება 1 ლარი).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ : +995592002424.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)