დაადგინე სიმართლე შენით - ცხადდება ახალგაზრდების მიღება ფაქტების გადამოწმების კურსზე

მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და დოიჩე ველე აკადემიის (DWA) ერთობლივი პროგრამა - "მითების დეტექტორის ლაბორატორია” - აცხადებს ახალგაზრდების მიღებას ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ინტენსიურ კურსზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს შემდეგ საკითხებში:

  • ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით;
  • ახალი მედია ეკოსისტემის კვლევა;
  • კოორდინირებული არაავთენტური ქცევის იდენტიფიცირება და გამოვლენა;
  • მულტიმედია მასალების მომზადება;
  • სტაჟირების ფარგლებში სტატიების მომზადება და გამოქვეყნება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge
  • მედია და ინფორმაციულ წიგნიერებასთან დაკავშირებული სხვა თემები.

პროგრამის ბოლოს გათვალისწინებულია კონკურსი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე საუკეთესო მულტიმედია ნაშრომის გამოსავლენად და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ციფრული ტექნიკითა და სერტიფიკატებით. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს 18-30 წლის ახალგაზრდა;
  • იყოს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის ან უკრაინის მოქალაქე;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას.

კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. სემინარები კვირაში ერთხელ - შაბათობით MDF-ის ოფისში ჩატარდება. მონაწილეები სტაჟირებას "მითების დეტექტორში” ჰიბრიდულ ფორმატში გაივლიან, კურსის ბოლოს კი საკონკურსო მულტიმედია მასალას მოამზადებენ და დასკვნით ღონისძიებაზე წარადგენენ.

დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით შესაბამისი აპლიკაცია უნდა შეავსონ: https://forms.gle/LE28wx22M8VGVFr49 

აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მედიის განვითარების ფონდს შემდეგ ნომერზე: +995 555 109 376 ან ელ.ფოსტაზე: info@mdfgeorgia.ge

”მითების დეტექტორის ლაბორატორია” 2017 წელს დაარსდა და უკვე 224 კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების ფარგლებში კურსის მონაწილეებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორზე” ჯამში 500-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნეს.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)