რა უნდა იცოდეთ უმაღლესი განათლების სისტემაზე საქართველოში?
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არსებობს შემდეგი ტიპის:
როგორ უნდა ჩაირიცხოთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში?
საქართველოს მოქალაქეებმა ბაკალავრიატზე მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ, მაგისტრატურაზე - საერთო სამაგისტრო გამოცდები. თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავებული წესი მოქმედებს.
თქვენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არ გაქვთ გამოცდების ჩაბარების ვალდებულება.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია თუ ხართ:
შენიშვნა: გამოცდების გარეშე საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ვერ შეძლებთ. როგორ უნდა გაიაროთ ერთიანი ეროვნული/ერთიანი სამაგისტრო გამოცდები, ამის შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ გამოცდის გარეშე საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად?
თუ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში გინდათ სწავლა და დაფინანსება არ გსურთ, განცხადებით უნდა მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადების ფორმას ცენტრის ოფისში გადმოგცემენ.
მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი +(995 32) 2 200 220,
ელ.ფოსტა - info@eqe.ge; ვებგვერდი - www.eqe.ge
განცხადებას უნდა დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:
თუ აბიტურიენტი ხართ:
თუ მაგისტრატურაზე ჩაბარება გინდათ:
თუ სტუდენტი ხართ და ქართულ სასწავლებელში გადმოსვლა გსურთ:
რა უნდა ქნათ თუ უხოური სკოლის ატესტატი ან დიპლომი გაქვთ?
თუ სასკოლო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება საქართველოს საზღვრებს გარეთ მაგალითად, უკრაინაში, გაქვთ მიღებული, მაგრამ სწავლის გაგრძელება საქართველოში გინდათ, თქვენი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ შესაბამისმა უწყებამ უნდა აღიაროს.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეძლებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ე.ი. იმავე უწყებაში, რომელშიც შეგაქვთ განაცხადი ქართულ სასწავლებელში სწავლაზე. აღიარებას ექვემდებარება: ზოგადი სასკოლო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება.
აღიარებისთვის უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
დეტალური ინფორმაცია პროცედურებზე იხილეთ ამ ბმულზე, ან დაუკავშირდით ცენტრს:
თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი +(995 32) 2 200 220,
ელ.ფოსტა - info@eqe.ge; ვებგვერდი - www.eqe.ge
შესაძლებელია თუ არა სასწავლო გრანტის მიღება?
ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სახელმწიფო გრანტის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები ან საერთო სამაგისტრო გამოცდები.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო გრანტის მოცულობა ყოველ წელს ხელახლა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. 2023-2024 სასწავლო წლის გრანტის მოცულობა ჯერ ოფიციალურად განსაზღვრული არ არის. ამ ინფორმაციას Dopomoga.ge-ს გუნდი დამატებით გამოაქვეყნებს როგორც კი ის ხელმისაწვდომი იქნება.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე?
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო! რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტმა ჯერ უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და გაიაროს რეგისტრაცია ვებ-მისამართზე https://online.naec.ge/ueereg/entrants/EntrantsLogin.aspx შესაბამის ფორმაში უნდა შეიტანოს პირადი ინფორმაცია, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები.
გამოცდის საფასურის გადახდისას გადახდის დანიშნულებაში უნდა შეავსოთ სპეციალური ველები - უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერია და ნომერი (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).
3 აპრილის შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებით: ვერ შეცვლით პირად მონაცემებს და მითითებულ საგამოცდო ქალაქს, თუმცა 13 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ გამოცდის დამატება და საგნის შეცვლა. 13 აპრილის შემდეგ საგნების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იქნება.
საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი არაერთხელ შეგიძლიათ შეცვალოთ. ეს შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით გექნებათ.
გამოცდების კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: 032 247 33 33, onlineregistration@naec.ge
შენიშვნა: ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ თუ გაქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატი. თუ ატესტატი უცხო ქვეყანაში აიღეთ, უნდა მოხდეს მისი აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ზემოთ მითუთებული პროცედურის შესაბამისად.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა და ენა
ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:
როგორც აბიტურიენტმა, უნდა აირჩიოთ ის საგნები, რომლების ჩაბარებასაც თქვენი უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს.
გამოცდების ჩაბარება ინგლისურ, უკრაინულ ან რუსულ ენაზე შესაძლებელი არ არის.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე?
თუ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება გინდათ, ამის გაკეთებას მხოლოდ ონლაინ შეძლებთ ვებგვერდზე https://online.naec.ge/ueereg/Mag/MagLogin.aspx
რეგისტრაციის დროს ირჩევთ მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 3 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ რეგისტრაციას ვეღარ გაივლით. რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადოთ გამოცდაში მონაწილეობის საფასური, 50 ლარი.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა გჭირდებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
შენიშვნა: საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ თუ გაქვთ ბაკალავრის ხარისხი. თუ ბაკალავრის დიპლომი უცხო ქვეყანაში აიღეთ, უნდა მოხდეს მისი აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ზემოთ მითუთებული პროცედურის შესაბამისად.
საერთო სამაგისტრო გამოცდის სტრუქტურა
საერთო სამაგისტრო გამოცდისტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან:
• წაკითხულის გააზრება (3 ტექსტი; 21 ტესტური დავალება);
• ანალიტიკური წერა (2 დავალება: „მსჯელობის ანალიზი“ და „თემა მოცემულ
საკითხზე“);
• ლოგიკური მსჯელობა (17 ტესტური დავალება);
• რაოდენობრივი მსჯელობა (19 ტესტური დავალება).
თუ გამოცდებში ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავთ, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).
გამოცდების ჩაბარება ინგლისურ, უკრაინულ ან რუსულ ენაზე შესაძლებელი არ არის.
როგორ უნდა მოემზადოთ ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გასულ წლებში გამოცდებზე გამოყენებული ტესტების გაცნობა და მომზადება.
გაეცანით 2020-2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს ბმულებზე
https://naec.ge/#/ge/post/2464
https://naec.ge/#/ge/post/2453
https://naec.ge/#/ge/post/2733
გაეცანით 2020-2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს ბმულებზე
https://naec.ge/#/ge/post/2464
https://naec.ge/#/ge/post/2494
https://naec.ge/#/ge/post/2754
საჭირო კონტაქტები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი +(995 32) 2 200 220,
ელ.ფოსტა - info@eqe.ge; ვებგვერდი - www.eqe.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მისამართი: თბილისი, მინდელის ქუჩა №9
ტელეფონი 032 247 33 33,
ელ.ფოსტა - onlineregistration@naec.ge; ვებგვერდი www.naec.ge
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220
ელ.ფოსტა - pr@mes.gov.ge; ვებგვერდი mes.gov.ge
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
წნორის კოლეჯი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება- კოლეჯი
ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი
გორის უნივერსიტეტი
ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
სუხიშვილის უნივერსიტეტი
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერისტეტი
თბილისის უნივერსიტეტი
საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტი
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსტიტეტი
საერო ინსტიტუტი "რვალი"
თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი "ჰიპოკრატე"
სამედიცინო ინსტიტუტი ”ქუთაისი”
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
კავშირი - საქართველოს არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ასოციაცია - თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი"
საქართველოს უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი კოლეჯი
უნივერსიტეტი ”გეომედი”
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურული-
საგანმანათლებლო კავშირი ”საზოგადოება ცოდნა”
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ”გორგასალი”
საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი
ფონდი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი ”ინტერფარმი +"
სოხუმის პროფესორ აკ. ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
GBT საერთაშორისო სამედიცინო კოლეჯი
თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი
კავკასიის აკადემიური ცენტრი
პროფიუნიტი
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი
რუსთავის კოლეჯი
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი ”იბერია”
საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯი
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)