დევნილ ქალთა ხმა - ფსიქოთერაპიისა და კარიერის განვითარების პროგრამა

„საორსა“ იწვევს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ და ბელორუს ქალებსა და გოგონებს  ფსიქოთერაპიისა და კარიერის განვითარების ინტენსიურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი „დევნილ ქალთა ზრუნვა, დევნილ ქალთა ხმა“ მიზნად ისახავს ქალების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მხარდაჭერასა და მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პროექტის მეორე მიმართულებაა კარიერული უნარების განვითარება, კარიერული განვითარების სფერო და ქართულ შრომის ბაზარზე შესვლა. 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეარჩევენ 16 უკრაინელ და ბელორუს ქალს. მონაწილეები დაესწრებიან ჯგუფური ფსიქოთერაპიის 25 საათს (კვირაში ორი საათი) და კარიერული განვითარების ტრენინგსა და კონსულტაციის 25 საათს (კვირაში ორი საათი). 

დიალოგში ჩაერთვებიან ბათუმის დასაქმების სააგენტო, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. პროექტის 

სასწავლო პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება პარალელური თარგმანი უკრაინულ ენაზე. შეხვედრების განრიგი შეთანხმებული იქნება მონაწილეებთან.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა https://forms.gle/Ks3YFKtortYJepYZ7 და დაელოდეთ ზარს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

ტრენინგი იწყება აპრილში და მთავრდება ივნისში.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები:

saorsageorgia@gmail.com

551 176841 - ოლგა პიხოვა

577 64 18 24 - ლანა სიხარულიძე

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)