2023 წლის 24 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, პროექტი Re-Source Ukraine-ის ფარგლებში, Fabrika Tbilisi და Magnolia Film Lab ომის ფოტოგრაფიის გამოფენას თბილისში, კერძოდ ფაბრიკას საგამოფენო დარბაზში უმასპინძლებს.
Re-Source Ukraine მიზნად ისახავს უკრაინელი ხელოვანების მხარდაჭერას, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა არსებული ვითარების გამო დატოვეს და საცხოვრებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. Საქართველოს გარდა, სხვა ექვსი მეზობელი ქვეყანაც იღებს მონაწილეობას (პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუმინეთი, მოლდოვა), რომლებთან ერთადაც ფაბრიკა სხვადასხვა ღონისძიებებს 2023 წლის განმავლობაში უმასპინძლებს.
გამოფენაზე როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ფოტოკადრებს ნახავთ, ადგილობრივი და უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულს.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)