ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი იწყებს ქართული ენის შემსწავლელ უფასო კურსს იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ომის გამო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ იმყოფებიან საქართველოში.
კურსის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 3 თვით და არის სრულად დისტანციური (Online).
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 12-ს.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოხდება მხოლოდ სამი ჯგუფის შექმნა. ერთი ჯგუფი განკუთვნილი იქნება ბავშვებისათვის (10-15 წლის), ხოლო ორი მოზრდილებისა და პენსიონერებისათვის.
რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.
მსმენელები ასევე უფასოდ მიიღებენ სასწავლო რეკვიზიტებს - წიგნი, სპეციალური რვეული და სხვ.
კურსის დასაწყისი: 10 აპრილი
სარეგისტრაციო ფორმა:https://forms.gle/1DzTKRiHLDiSKxgU6
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)