საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია „სვიტანოკი“ იწყებს საინტერესო პროექტს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები დიდ დროს უთმობენ სოციალურ მედიას. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ხედვა, ანალიტიკური უნარები, რომ შეძლონ ცრუ ინფორმაციის გარჩევა სიმართლისგან.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ფილმების ყოველთვიური ჩვენება. ეს არის დოკუმენტური ფილმები თანამედროვე მსოფლიოსა და უახლესი ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, გადაღებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
პროექტში ეპატიჟებიან სტუმრებს ჟურნალისტიკის სფეროდან, საზოგადო მოღვაწეებს თითოეული თემის უფრო დეტალური განხილვისთვის. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები და ჩატარდება სავარჯიშოები, რომლებიც ხელს შეუწყობს საინტერესო ინტერაქტიული პროცესის დაწყებას, ემოციების გამოხატვას, ახალი გამოცდილების მიღებას, მოსაზრებების გაზიარებას და ცოდნის მიღებას.
„სვიტანოკი“ აცხადებს პირველი ფილმის ნახვის მსურველების მიღებას:
ლოკაცია: კაფე ფრონტლაინ ჯორჯია, ქ. ლადო ასათიანი 62
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. ამისათვის დაუკავშირდით ანას +995 599 43 53 12.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)