7 აპრილს "დედაენაში" გაიმართება საქველმოქმედო საღამო უკრაინის დასახმარებლად

თუ გსურთ, მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება და დაეხმაროთ უკრაინას, ეწვიეთ საქველმოქმედო საღამოს, რომელიც გაიმართება 7 აპრილს, 18:00 საათზე, დედაენის ბარში.

ღონისძიების განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ:

  • ნახოთ ირაკლი ჩხვირკიას დოკუმენტური ფილმი „გაუტეხავი“, რომელიც უკრაინაში, ომის დროს არის გადაღებული. ფილმში აღწერილია ჩვეულებრივი ადამიანების წარმოუდგენელი ბრძოლა თავიანთი მომავლისა და თავისუფლებისთვის.
  • მონაწილეობა მიიღოთ აუქციონში, სადაც წარმოდგენილი იქნება უკრაინელი სტუდენტების მიერ შექმნილ ომის საწინააღმდეგო პოსტერები.
  • დაესწროთ წიგნის, "უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორია", პრეზენტაციას, რომელშიც დეტალური ილუსტრაციებით ასახულია უკრაინელების მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის ისტორია.
  • მოუსმინოთ უკრაინულ სიმღერებს იულია ანდღულაძის შესრულებით.

ღონისძიება ტარდება საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის არტისტების ნაციონალური კავშირის კიევის ორგანიზაციისა და საქველმოქმედო ფონდის, UNITE TOGETHER-ის მხარდაჭერით.

ღონისძიება საქველმოქმედოა, პოსტერების გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას (ირაკლი ჩხვირკიას მიერ ახალი ფილმის გადაღებას, უკრაინელი სტუდენტებისთვის სამხატვრო მასალების შეძენას და საქართველოში უკრაინული თეატრალური ჯგუფის ჩამოსვლას).

- დასაწყისი 18:00

- ფასი 15 ლარი

- კაფე-ბარში შემოსვლა მხოლოდ უჩინარი თვალის დასტურის შემთხვევაში

- 18 წლამდე ახალგაზრდები არ დაიშვებიან.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)