საგრანტო კონკურსი უკრაინელ გოგონათა და ქალთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისთვის

პროექტი „სონიაშნიკ“ აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) მცხოვრებ დევნილ უკრაინელ გოგონათა და ქალთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისთვის.

პროექტი „სონიაშნიკ - Соняшник“ ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც თბილისში, ბათუმსადა ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ცხადდება ღია საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია განხორციელდეს  სამ ქალაქში  მცხოვრები უკრაინელი დევნილი გოგონებისთვისა (14-18 წლის) ან/და ქალბატონებისთვის (18 და ზემოთ) დაგეგმილი ისეთი პროექტები, რომლებიც მათ ამჟამინდელ საჭიროებებს უპასუხებს.

კონკურსის პირობებში უპირატესობა მიენიჭება უკრაინის მოქალაქის მიერ გამოგზავნილ საგრანტო განაცხადს.

დეტალურად პროექტის შესახებ ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3M6NQUF

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)