ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი იწყებს კერვის შემსწავლელ კურსს უკრაინელი ქალებისთვის.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ქალებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ იმყოფებიან საქართველოში.
კურსის მონაწილეები კერვას შეისწავლიან დარგის პროფესიონალისგან.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კურსის მონაწილეთა რაოდენობა: 5
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/MeiYDUMQrczPThEz6
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 აპრილი
კურსი დაიწყება: 1 მაისი
სწავლის დაწყებიდან 1 თვის თავზე მონაწილეებს უკვე ექნებათ საბაზისო ცოდნა და შეძლებენ ნაწარმის კომერციალიზაციას, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს მიეცემა დრო და შესაძლებლობა, რათა დამოუკიდებლად იმუშაონ თავიანთი ნაწარმის შექმნაზე, რომელსაც, საბოლოოდ, წარადგენენ ფართო აუდიტორიის წინაშე საგანგებოდ, მათთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)