პოლონეთმა შინაური ცხოველების ტრანსპორტირების წესი შეცვალა. თუ აქამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის ნებადართული იყო შინაური ცხოველების პოლონეთში შეყვანა მინიმალური დოკუმენტებით (საკმარისი იყო მხოლოდ ჩიპი, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ევროპული სტანდარტის ვეტერინარული პასპორტი), ამიერიდან უკრაინის მოქალაქეებისთვისაც იმოქმედებს ცხოველების ტრანსპორტირების ევროკავშირში არსებული ზოგადი პირობები.
დოკუმენტების ზემოხსენებულ ჩამონათვალს დაემატა ჯანმრთელობის ცნობა და წერილობითი დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ოთხფეხა ცხოველის გადაყვანა არ ატარებს კომერციულ ხასიათს. ასევე, საჭირო იქნება ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის განმსაზღვრელი ტესტის შედეგი.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)