საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეცვალა მისამართზე რეგისტრაციის წესი, რომელიც საჭიროა ბინადრობის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მისაღებად.
1 აპრილიდან პირის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრის იუსტიციის სახლში პირადად მისვლა და თანხმობის გაცემა. ასევე, შესაძლებელია,მესაკუთრემ გასცეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა სხვა პირზე და ამ ფორმით მოხდეს თანხმობის გაცემა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე: 032 2 405 405.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)