ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო - ევროპული კომისია ქმნის 25 ექსპერტისგან შემდგარ ჯგუფს, სადაც უკრაინიდან მოწვეული ექსპერტებიც იქნებიან ჩართული. ჯგუფის მიზანი იქნება უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევროკავშირის დახმარებით.
კომისია ეძებს სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობის გაძლიერების კუთხით.
ექსპერტები ევროკომისიას ასევე დაეხმარებიან უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის პროცესში პრევენციის, მომზადებისა და აღდგენის რეკომენდაციების შემუშავებაში.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა 2023 წლის 25 აპრილია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის გასაგზავნად გადადით ბმულზე https://culture.ec.europa.eu/news/calling-experts-to-safeguard-cultural-heritage-in-ukraine-apply-now
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)