უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიონერები, რომლებმაც დროებით დატოვეს უკრაინა, პენსიის მიღებას საერთაშორისო გზავნილის საშუალებით შეძლებენ.
აღნიშნული მომსახურება შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც პენსიას ნაღდი ფულის სახით, “უკრპოშტის” საშუალებით იღებდნენ. ამიერიდან, უცხოეთში მყოფი უკრაინელი პენსიონერები საპენსიო გზავნილს ადგილსამყოფელი ქვეყნის საფოსტო განყოფილებაში მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ “უკრპოშტა”-ს ადგილსამყოფელ ქვეყანაში გზავნილის განხორციელების შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა ექნება.
საზღვარგარეთ პენსიის მიღების შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს უკრაინის საპენსიო ფონდის სახელზე, ვებ-გვერდის საშუალებით: https://portal.pfu.gov.ua/sidebar/Templates/Default
პენსიით უზრუნველყოფის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ უკრაინის საპენსიო ფონდს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე:
0-800-503-753, 044-281-08-70, 044-281-08-71.
სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 8:00-20:00
სამუშაო საათები შაბათს: 8:00-14:00.
მომზადებულია Visit Ukraine-ის მასალის მიხედვით
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)