ჩართულობისა და განვითარების ცენტრში ამოქმედდა საკონსულტაციო ცხელი ხაზი ლტოლვილებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის უკრაინიდან, რომლებსაც სურთ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაცია, სამუშაო ნებართვის მიღება, საკუთარი ჰუმანიტარული, კულტურული თუ სამეცნიერო ინიციატივის ორგანიზება.
საკონსულტაციო ცხელი ხაზის ამოქმედება წარმოადგენს ორგანიზაციის “People in Need” მხარდაჭერით დაწყებული პროექტის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ.
კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 577 14 50 52
ცხელი ხაზის მუშაობის საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)