უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქე მშობლები, რომელთა ბავშვიც უკრაინის ფარგლებს გარეთ დაიბადა (დაიბადება), ფულადი დახმარების მიღებას დისტანციურად შეძლებენ.
ცვლილების შეტანამდე აუცილებელი იყო, მშობლები თავად გამოცხადებულიყვნენ უკრაინაში, სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოში. ახალი რეგულაციის შედეგად, მშობლებმა ფულადი დახმარების მისაღებად სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოს ელექტრონულად უნდა გაუგზავნონ:
მშობლებმა დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ უკრაინის იმ ოლქის სოციალური დაცვის დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე, სადაც თავად არიან რეგისტრირებულნი. დეპარტამენტის სრული სია ოლქების მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე.
მომზადებულია Visit Ukraine-ის მასალის მიხედვით.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)