ამიერიდან უკრაინის მოქალაქე მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ, საკუთარი პასპორტის განაცხადთან ერთად გააკეთონ განაცხადი 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად.
შესაბამისად, ერთი ვიზიტით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია:
- ერთდროულად გააკეთოს განაცხადი პირადობის მოწმობასა და საზღვარგარეთის პასპორტზე;
- ერთდროულად გააკეთოს განაცხადი პირადობის მოწმობის, საზღვარგარეთის პასპორტის, ასევე 14 წლამდე ასაკის ბავშვის საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად.
ასეთი მომსახურების მისაღებად 14 წლამდე ასაკის პირის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ერთ-ერთმა მშობელმა (მშვილებელმა), მეურვემ, მზრუნველმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის განყოფილებას, ადმინისტრაციული სერვისების მიწოდების ცენტრებს, საპასპორტო სამსახურს უკრაინაში ან საზღვარგარეთ.
თუ ბავშვი უკვე 12 წლისაა, საზღვარგარეთის პასპორტზე განაცხადის შეტანისას მისი ადგილზე ყოფნა სავალდებულოა.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)