უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ, გასცენ მინდობილობა ახლობლებზე რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან და ქონების განკარგვის უფლება მისცენ. ამ დოკუმენტის დასამზადებლად არსებობს შემდეგი გზები:
მინდობილობის გაფორმება საკონსულოში
უკრაინის საკონსულოში მინდობილობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩასაბარებლად თავდაპირველად აუცილებელია ვიზიტზე ჩაწერა. სამწუხაროდ, ვიზიტის დანიშვნის განსაზღვრული ვადები არ არსებობს და ხშირად უკრაინის მოქალაქეებს დიდი ხანი უწევთ ლოდინი. თუმცა ლოდინად ღირს, რადგან საკონსულოში გაცემულ მინდობილობას უკრაინაში დამატებითი დამოწმება არ სჭირდება.
საკონსულოში ვიზიტამდე აუცილებელია, შეადგინოთ მინდობილობის ტექსტი და განსაზღვროთ, რა ტიპის უფლებამოსილებას ანიჭებთ მინდობილ პირს. ტექსტის მიმტანა ელექტრონულ ფორმატშიც არის შესაძლებელი.
მინდობილობის გაფორმება ნოტარიუსთან
მინდობილობის მისაღებად შეგიძლიათ, ნოტარიუსს მიმართოთ. უცხო ქვეყანაში მოქმედ ნოტარიუსი დაამოწმებს თქვენს ხელმოწერას და არა დოკუმენტის შინაარსი, რადგან მინდობილობა უკრაინულ ენაზე იქნება შედგენილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უცხოელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის უკრაინაში აღიარება, კერძოდ, აპოსტილის წესით.
ალტერნატიულად, შეგიძლიათ შეადგინოთ ტექსტი უცხოურ ენაზე, ადგილობრივ ნოტარიუსს დაამოწმებინოთ, შემდეგ კი უკრაინაში ათარგმნინოთ თქვენს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.
მასალა მომზადებულია Visit Ukraine-ის მიხედვით
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)