ლერას ხელნაკეთი სამკაულები

როდესაც ლერამ პირველად გამოაქვეყნა ხელნაკეთი სამკაულის ფოტო, მყიდველი რამდენიმე წუთში გამოუჩნდა. მიხვდა, რომ ეს საქმე უნდა გაეგრძელებინა. უკვე არაერთ გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა და წარმატებით შემოდგა ფეხი ქართულ ბაზარზე. 

ლერა კიევიდანაა. ომამდე 12 წელი იურისტად მუშაობდა. საქართველოში 2 წლის ბავშვთან და ბებიასთან ერთად ჩამოვიდა. 

ამზადებს ყოველდღიურ, სადღესასწაულო და საქორწინო სამკაულებს. სისადავე, დახვეწილი დიზაინი და გემოვნებით შერჩეული ფერები მის ნაკეთობებს განსაკუთრებულს ხდის. 

სამკაულების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ინსტაგრამზე https://www.instagram.com/_mriyou_/ 

შენაძენს კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

#იყიდეუკრაინული

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)