5 რამ, რაც ინტერნეტით მომხმარებლების მოზიდვაში დაგეხმარებათ - სასარგებლო რჩევები დამწყებ მეწარმეებს

თუ ონლაინ ბიზნესი ახლახანს დაიწყეთ და ჯერ არ იცით, როგორ მოიზიდოთ აუდიტორია, ეს რჩევები გამოგადგებათ. 

გაგაცნობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან ხერხს სოციალურ ქსელში ახალი აუდიტორიის მოსაზიდად: 

1. მოუყევით ხალხს თქვენი ბრენდის შესახებ - თქვენი გვერდის აუდიტორიის გასაზრდელად და ახალი პოტენციური კლიენტების მოსაზიდად, გააზიარეთ თქვენი ბიზნეს გვერდი თქვენს პირად გვერდზე. მოუყევით მის შესახებ მეგობრებსა და ახლობლებს და სთხოვეთ, “დაალაიქონ” გვერდი. თქვენს ნაცნობებს გაუგზავნეთ მოწვევა გვერდის “დასალაიქებლად” და სთხოვეთ, რომ მათაც მოიწვიონ თავიანთი სანაცნობო წრე. ამისათვის გვერდის მარჯვენა მხარეს დააწკაპუნეთ სამ წერტილზე და მენიუში აირჩიეთ ღილაკი “invite friends”, შემდეგ კი მიჰყევით ინსტრუქციას. 

იმისთვის, რომ თქვენი გვერდის პოპულარულობა ორგანულად გაზარდოთ, ასევე, თქვენი ჯგუფის სახელით დაპოსტეთ თემატურ ფეისბუქ ჯგუფებში.

2. იყავით უფრო აქტიური -  დაინტერესებულ ადამიანებს, თუნდაც სხვა გვერდებზე, ჯგუფებსა და პოსტებზე თქვენი გვერდის სახელით შესთავაზეთ თქვენი პროდუქცია ან მომსახურება.

არ გაჩერდეთ და მუდმივად განაახლეთ თქვენი ბიზნესის გვერდი ახალი კონტენტით. ეს შეიძლება იყოს თქვენი პროდუქციის ან მომსახურების ფოტო/ვიდეო - სოციალური ქსელების ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ აქტიურ და პოპულარულ გვერდებსა და პოსტებს თვითონვე უწევს რეკომენდაციას პოტენციურ მომხმარებლებთან. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა (მაგ. ფეისბუქი) გხედავდეთ, როგორც აქტიურ ბიზნესს. 

გახსოვდეთ:  არ დაუგვიანოთ თქვენი პროდუქციით/მომსახურებით დაინტერესებულ ადამიანებს პასუხები კომენტარებსა და მესიჯებზე.

3. გამოიყენეთ რეკლამა მიზნობრივად - ეცადეთ შეარჩიოთ თქვენს გვერდზე არსებული ყველაზე პოპულარული პოსტი ან ის შეთავაზება, რომელიც მიგაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად იქნება საინტერესო მომხმარებლისთვის და გამოიყენეთ ღილაკი “ბუსტი”. 

განსაზღვრეთ თქვენი ბრენდით დაინტერესებული მომხმარებლების (სამიზნე აუდიტორიის):

  •  ასაკი
  •  სქესი
  •  საცხოვრებელი ადგილი და 
  • ძირითადი ინტერესები, რომლებიც შეიძლება, კლიენტებს თქვენს ბრენდთან აკავშირებდეთ. მაგალითად, თუ თქვენი მიზანი კოსმეტიკური პროდუქციის პოპულარიზაციაა, მაშინ სამიზნე აუდიტორიად უნდა აირჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სილამაზის ინდუსტრიით, კოსმეტიკით, თავის მოვლით და სხვა. 

განსაზღვრეთ რა ბიუჯეტითა და პერიოდზე გსურთ პოსტის რეკლამირება და რა არის თქვენი ძირითადი მიზანი. თუკი გსურთ, რომ გვერდზე მიიღოთ მეტი მესიჯები მონიშნეთ “get more messages”; თუ გსურთ  აუდიტორიის მხრიდან გქონდეთ მეტი ჩართულობა, ლაიქები და კომენტარები, მაშინ მონიშნეთ “get more engagement” და სხვა; დააჭირეთ ღილაკს “submit” და დაბუსტეთ. რეკლამის შედეგების ნახვას უშუალოდ პოსტის ქვეშვე შეძლებთ, უფრო დეტალური ანგარიშისთვის კი, ისევ ეწვიეთ meta business suite-ს და მარცხენა მენიუში აირჩიეთ განყოფილება ad trends. 

4. გამოიყენეთ გვერდის სტატისტიკა სარეკლამო კამპანიისთვის - თქვენი გვერდის სტატისტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, ზუსტად ჩამოაყალიბოთ იმ ადამიანთა მახასიათებლები, ვისაც დიდი ალბათობით ასევე მოეწონება თქვენი გვერდი. 

თქვენს ფეისბუქ გვერდზე, მარცხენა მხარეს დააკლიკეთ business suit-ს, შემდეგ ისევ მარცხენა მხარეს ხელსაწყოთა ჩამონათვალში აირჩიეთ insights, შემდეგ კი Audience. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი გვერდის მომხმარებელთა ასაკი და სქესი, გეოგრაფიული მდებარეობა და აქტიური საათები. ეს მონაცემები დაგეხმარებათ, შეისწავლოთ თქვენი გვერდის მომხმარებლების პარამეტრები და შემდეგ მოარგოთ ისინი კონკრეტულ აუდოტირას, რაც თქვენს რეკლამას უფრო ეფექტურს გახდის.   

5. გამოაქვეყნეთ პოსტები მაშინ, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია - განყოფილებაში  insights => Audience, აუდიტორიის მახასიათებლებში, შეგიძლიათ, ნახოთ ის საათები და კვირის დღეები, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია ონლაინ. ეცადეთ, რომ პოსტები სწორედ ამ დროს გამოაქვეყნოთ, რითაც გაზრდით იმ პოტენციურ ადამიანთა რიცხვს, რომელიც ნახავს თქვენს პოსტს.

თუ ამ და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია გაინტერესებთ, მიჰყევით ბმულს და წაიკითხეთ Meta-ს სასარგებლო რჩევები რომლებიც გამოგადგებათ თქვენი ბიზნესისა და პროდუქტის პოპულარიზაციაში https://www.facebook.com/business/learn/courses 

 

მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)