სახელმწიფო სერვისები - სად და როგორ მივიღოთ

არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს მოქალაქე ხართ თუ არა, სახელმწიფო სერვისების მისაღებად იუსტიციის სახლს უნდა ეწვიოთ. 


რა არის იუსტიციის სახლი?

იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელშიც ერთ სივრცეში შესაძლებელია 400-ზე მეტი სერვისის მიღება. “ყველაფერი ერთ სივრცეში”- ეს იუსტიციის სახლის სლოგანია.

იუსტიციის სახლის მომსახურების მიღება საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე დიდ ქალაქებშიც:

  • თბილისის იუსტიციის სახლი, მისამართი: ზვიად გამსახურდიას სანაპირო, N1
  • ბათუმის იუსტიციის სახლი, მისამართი: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N7

ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 405 405

საქართველოს სხვა ქალაქებში იუსტიციის სახლის ფილიალების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/628 


რომელი მომსახურებებია ყველაზე მოთხოვნადი იუსტიციის სახლში?

იუსტიციის სახლი ყოველდღიურად ათი ათასობით მოქალაქეს ემსახურება. 400-ზე მეტი ხელმისაწვდომი სერვისიდან ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები შემდეგია:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ბინადრობის ნებართვისა და ასევე ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად. აღნიშნული მომსახურების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო უკვე მოგიმზადეთ და შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/641 

უძრავი ქონების რეგისტრაცია. თუ საქართველოს მოქალაქეს ან უცხოელს უნდა კორპუსის ბინის, კერძო სახლის ან მიწის ნაკვეთის შეძენა, გაქირავება, გაყიდვა ან იჯარით გაცემა, აუცილებლად უნდა ეწვიოს იუსტიციის სახლს, სადაც გამარტივებული პროცედურების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილი რეგისტრაცია 4 სამუშაო დღეში დასრულდება. ასევე შესაძლებელია დაჩქარებულად იმავე დღეს მიიღოთ გამზადებული დოკუმენტები. აღნიშნული მომსახურების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ჩვენმა გუნდმა უკვე მოამზადა და შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/525 

ბიზნესის რეგისტრაცია. საქართველოში ნებისმიერ პირს შეუძლია ბიზნესი აწარმოოს, მის დასარეგისტრირებლად კი საჭიროა იუსტიციის სახლში სტუმრობა. ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ინდივიდუალური მეწარმე და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). თუ თქვენ აპირებთ საქველმოქმედო ან ისეთ საქმიანობას, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული (მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია), შეგიძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაარეგისტრიროთ. ამისთვის საჭიროა გქონდეთ წესდება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დეტალებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს. რაც შეეხება ინდ.მეწარმისა და შპს-ს რეგისტრაციას, დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სახელმძღვანელოში. ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/525 

ქორწინების რეგისტრაცია. იუსტიციის სახლში შესაძლებელია წყვილმა მარტივად, რამდენიმე წუთში დაარეგისტრიროს ქორწინება, რომელიც უფასოა და მხოლოდ ორი მოწმეა საჭირო. თუ გჭირდებათ სპეციალურ, ლამაზ დარბაზში ხელის მოწერა, იუსტიციის სახლში მოწყობილია სარიტუალო სივრცე, რომლის მომსახურება ფასიანია. თუ გეგმავთ ქალაქგარეთ ან ბუნებაში ქორწინება, იუსტიციის სახლს აქვს მომსახურება, მისი თანამშრომელი მოვიდეს დანიშნულ ადგილას და დაგაქორწინოთ. თუ ქალაქ სიღნაღში გადაწყვეტთ ქორწინებას, იქ ამის გაკეთება დღისით და ღამით,  24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დეტალურად ქორწინების რეგისტრაციაზე იხილეთ ინფორმაცია ჩვენს სახელმძღვანელოში ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/632 

საარქივო სერვისები. თუ თქვენ გაინტერესებთ მე-20 ან მე-19 საუკუნის დოკუმენტების ასლების გამოთხოვა, ან გსურთ გამოითხოვოთ თქვენი ბინის/მიწის ნაკვეთის გაფორმების ხელშეკრულებების ასლები, ან უბრალოდ გინდათ, დაბადების ან ქორწინების მოწმობის განმეორებითი მოწმობის აღება, ამისთვის იუსტიციის სახლს უნდა მიმართოთ. მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად თქვენ დადგენილ დროში მიიღებთ სასურველ დოკუმენტს. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით იუსტიციის სახლის ვებ-გვერდს ან ეწვიეთ რომელიმე ფილიალს. 


კიდევ რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი იუსტიციის სახლში?

  • საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პროცედურები;
  • უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
  • დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია;
  • გარდაცვალების რეგისტრაცია;
  • მამობის დადგენის რეგისტრაცია;
  • მოვალეთა რეესტრი;
  • ფაქტების კონსტატაცია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის (ატესტატი) გამოთხოვა;
  • რეგისტრაციის ადგილის შეცვლა.

ყურადღება: უკრაინის მოქალაქის დოკუმენტების (მაგ, უკრაინის მოქალაქის პასპორტის, პირადობის მოწმობის და ა.შ) აღსადგენად ან ახალი დოკუმენტის მისაღებად უნდა მიმართოთ უკრაინის საელჩოს საქართველოში:

მისამართი: ილია ჭავჭავაძისგამზირი 76გ, თბილისი

ელ.ფოსტა: emb_ge@mfa.gov.ua  

ტელ: +995 0322311161
 

ამ და სხვა კითხვებისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლს ნომერზე 032 2 405 405

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)