თუ საქართველოში ახლა ჩამოხვედით ან ჩამოსვლას გეგმავთ, ეს გზამკვლევი თქვენთვისაა.
1. სამგზავრო დოკუმენტები
საქართველოს საზღვრის კვეთის წესები გამარტივებულია უკრაინის მოქალაქეებისათვის და ქვეყანაში შემოსვლა პასპორტით ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით შეგიძლიათ. ამისთვის ვადაგასული ან დაზიანებული დოკუმენტიც გამოგადგებათ. თუმცა,უმჯობესია, შესაძლებლობის შემთხვევაში წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან +995 32 241-42-42. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/383
2. საცხოვრებელი, საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები
თავშესაფარი
საქართველოში შემოსვლისთანავე პირველ რიგში საცხოვრებელი დაგჭირდებათ.
ვის შეგიძლიათ, მიმართოთ?
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დროებითი საცხოვრებელი ადგილის მოძიებაში დაგეხმარებათ. დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.
- “საქართველოს კარიტასი” უკრაინიდან დევნილ პირებს სთავაზობს თავშესაფარში განთავსებას. ტელეფონის ნომერი: +995591714897
- “ღია საზოგადოების ფონდი” სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, ბიზნესისა და ქართველი მოხალისეების მხარდაჭერით ცდილობს, დააბინაოს თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები. შეავსეთ ეს ანკეტა https://bit.ly/3ToGXy6 და მოხალისეები თავად დაგიკავშირდებიან.
- თუ გსურთ დაიქირაოთ საცხოვრებელი, შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდებს: www.myhome.ge , www.ss.ge და სხვ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
ჰუმანიტარული დახმარება
საკვების, ტანსაცმლისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ეწვიოთ მოხალისეთა მიერ შექმნილ ჰუმანიტარულ პუნქტებს, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ქალაქში ფუნქციონირებს. მისამართების სანახავად დააწკაპუნეთ შემდეგ ბმულზე: https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/249
ცალკეული კვების ობიექტები უკრაინელ სტუმრებს ფასდაკლებით მომსახურებას სთავაზობენ. (ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://dopomoga.ge/Categories/Food-Services/1)
3. ფსიქოლოგიური დახმარება
თუ გჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, არაერთი ორგანიზაცია უფასო მომსახურებას შემოგთავაზებთ. მათ შორის არიან:
Ორგანიზაცია | საკონტაქტო ინფორმაცია |
საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ცენტრი “ემპათია” | +995 599 88 54 28 +995 599 88 54 68 |
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრთან პარტნიორობითა (GCRT) | +995 577 22 68 68 |
კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი | +995 599 25 79 72 |
უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციების სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე https://dopomoga.ge/Categories/Mental-Health-Services/1
თუ ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვს სჭირდება, დაუკავიშირდით ამ ორგანიზაციებს:
ორგანიზაცია | საკონტაქტო ინფორმაცია |
ინტეგრირებული მედიცინის ქართულ-გერმანული ცენტრი Therapy House | +995 599 10 95 02 |
ასოციაცია “ნდობა” | +995 555 26 70 86 |
4. სამედიცინო დახმარება
სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სამედიცინო სერვისები
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2022 წლის 1 თებერვლიდან 1 ნოემბრის ჩათვლით შემოვიდნენ და უწყვეტად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ უფასო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, რომელშიც შედის:
დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/582
კერძო კლინიკების მომსახურება
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში მოქმედმა სამედიცინო დაწესებულებებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებები უფასოდ ან ფასდაკლებით შესთავაზეს. იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელი დაწესებულება რა სახის მომსახურებას გთავაზოთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://dopomoga.ge/Categories/Medical-Services/1
5. სოციალური დახმარება
თუ ფინანსური დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ, განცხადებით მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. უკრაინული ოჯახებისათვის, რომლებიც საქართველოში 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ გათვალისწინებულია სამთვიანი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით, პლუს ოჯახის თითოეულ წევრზე 45 ლარი. საკმარისია, განცხადების დაწერა სოციალური მომსახურების სააგენტოში.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/512
6. დასაქმება
თუ სამსახურს ეძებთ, ჩვენს ვებ-გვერდზე ესტუმრეთ კატეგორიას “დასაქმება” ან დააკწაპუნეთ ბმულზე https://dopomoga.ge/Categories/Employment/1. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებები სარესტორნო, სამშენებლო, სამედიცინო სფეროდან და არამარტო. ჩვენ მუდმივად ვეძებთ დასაქმების ახალ შესაძლებლობებს უკრაინის მოქალაქეებისათვის.
სამსახურის მოძიება, ასევე, შეგიძლიათ ვებგვერდზე https://jobs.ge/en/ukraine/
7. განათლება
ბაღები
თუ ბავშვის ბაღში მიყვანა გინდათ, უნდა იცოდეთ, რომ თბილისის საჯარო ბაღები უკრაინელ ბავშვებს უსასყიდლოდ იღებენ. თბილისის ბაღების მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია უკრაინულ ენაზე იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3KAsLz8
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ნომერზე: +995 32 2 37 82 43.
ელ.ფოსტა: saagentoskancelaria@gmail.com.
სკოლები
თუ სასკოლო ასაკის შვილი გყავთ, მათ სწავლის გაგრძელება უკრაინულ სექტორზე შეუძლიათ. უკრაინული სექტორი ფუნქციონირებს თბილისისა და ბათუმის რამდენიმე სკოლაში. დეტალური ინფორმაცია უკრაინული სექტორების, საქართველოში სასკოლო განათლების, ბავშვების რეგისტრაციის და ზოგადი განათლების სხვა საკითხების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/524
ენების და სხვადასხვა სპეციალობის შესასწავლი კურსები
ჩვენს ვებ-გვერდზე, კატეგორიაში “განათლება” იპოვით სხვადასხვა შემოთავაზებას უცხო ენების, მათ შორის, ქართული ენის შესასწავლ კურსებზე დასასწრებად (დააწკაპუნეთ ბმულზე https://dopomoga.ge/Categories/Education/1 ). კურსების დიდი ნაწილი უფასოა და ონლაინ ტარდება. იქვე ნახავთ პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის და სხვა სპეციალობების შემსწავლელ კურსებსაც. ჩვენი გუნდი მუდმივად ეძებს ახალ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქეებისთვის ხელისაწვდომი საგანმანათლებლო კურსების შესახებ. თვალი გვადევნეთ.
8. იურიდიული დახმარება
უფასო იურიდიული კონსულტაცია
თუ უკრაინის დატოვების შემდეგ იურიდიულ სირთულეს გადააწყდით, დახმარებსათვის შეგიძლიათ რამდენიმე კერძო კომპანიასა და ორგანიზაციას მიმართოთ, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ.
Chargeishvili Law Inn | chargeishviliakaki@gmail.com +995 591 913 830 (მხოლოდ WhatsApp). |
JG Counselors სამოქალაქო სამართლის საკითხებზე | jorbenadze@jgc.ge info@jgc.ge |
ონლაინ კონსულტაცია უკრაინულ ენაზე | დააწკაპუნეთ ბმულზე http://bit.ly/3ExYi3i |
“უფლებები საქართველო” | +995 555 107 300 |
ადამიანის უფლებათა ცენტრი | +995593 755 444; +995555 787 755; +995599 395 984 |
“საფარი” იურიდიული კონსულტაცია ქალებისათვის | 0322 30 76 03, 599 40 76 03 Info@sapari.ge |
იურიდიული დახმარების სამსახური | ცხელი ხაზის ნომერი: 1485 ან +99532 2920055 |
ლტოლვილის სტატუსი
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად შეგიძლიათ საქართველოში შემოსვლისთანავე დაწეროთ განაცხადი საზღვარზე ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფო უწყებას მიმართოთ. თუმცა, მიგრაციის დეპარტამენტი არის მთავარი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის პროცედურებზე. ტელეფონის ნომერი: (+995) 598 08 00 97. მისამართი: საქართველო, თბილისი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა 16. მიღების საათები: ორშაბათი-პარასკევი/9:00-18:00. ელ.ფოსტა: dipi@mia.gov.ge.
მეტი ინფორმაცია ამ თემაზე იხილეთ ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/967
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად კონსულტაციებისთვის მიმართეთ შემდეგ ორგანიზაციებს:
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი | ცხელი ხაზი: +995 32 2185123 ელ.ფოსტა: geotbprt@unhcr.org |
“უფლებები საქართველო” | +995593111405 ელ.ფოსტა: rightsgeorgia@gmail.com |
სამგზავრო დოკუმენტები
თუ გაინტერესებთ, რა დოკუმენტები და პროცედურები დაგჭირდებათ მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად, ჩვენს ვებ-გვერდზე https://dopomoga.ge/Categories/Legal-Issues/1 ეწვიეთ განყოფილებას “სამართლებრივი საკითხები” და იპოვეთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ქვეყანაზე.
ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო კითხვებზე პასუხი? გამოგვიზგავნეთ თქვენი შეკითხვა ელ.ფოსტაზე info@dopomoga.ge ან Facebook მესენჯერში. ჩვენი გუნდი შეეცდება, დაგეხმაროთ ინფორმაციის მოპოვებაში.
თარგმანი
კომპანია Interpreters Unlimited უკრაინიდან დევნილებს, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ წერილობითი თარგმანი, უფასო მომსახურებას სთავაზობს. ეწვიეთ ვებ-გვერდს https://bit.ly/3dkHj9D
“სამოქალაქო ფორუმი უკრაინის მხარდასაჭერად” უკრაინის მოქალაქეებს დისტანციურად უწევს უფასო სათარჯიმნო მომსახურებას ქართულ და რუსულ ენებზე. ტელეფონი: +995595 60 60 11.
9. ტრანსპორტი
თბილისა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასოდ შეგიძლიათ. მგზავრობისათვის საჭიროა უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენა.
ჩვენი გუნდი მუდმივად აახლებს ინფორმაციას უკრაინის მოქალაქეებისათვის საჭირო სერვისების შესახებ. მეტი ინფორმაცია ტრანსპორტზე იხ. ბმულზე: https://dopomoga.ge/Categories/Transportation/1
10. განტვირთვა და სოციალიზაცია
აქტივობები ბავშვებისთვის
თუ გინდათ ბავშვებს განტვირთვის საათები მოუწყოთ, თბილისში უკრაინელი პატარებისათვის არაერთი ღონისძიება ტარდება.
უფასო საბავშვო მსტერკლასებს გთავაზობთ მოხალისეთა გაერთიანება Playground.tbi. მონაწილეობის მისაღებად გაჰყევით ჯგუფს Instagram-ზე @playground.tbi ან Telegram არხზე t.me/playgroundtbi.
თბილისის ზოოპარკი უკრაინელი პატარებისა და მათი მშობლებისათვის უფასოა.
თუ შესაძლებლობა არ გაქვთ, ძიძა აიყვანოთ და რამდენიმე საათით ბავშვის უსაფრთხო სივრცეში დატოვება გჭირდებათ, თბილისში ფუნქციონირებს უფასო საბავშვო კლუბი "HAPPУ ME". შეუერთდით კლუბის Telegram არხს t.me/KidsclubHappyME და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება იმავე არხზე.
მეტი ინფორმაცია საბავშვო სივრცეების და ღონისძიებები შესახებ წაიკითხეთ ბმულზე https://dopomoga.ge/Categories/Services-for-Children/1
დიდებისთვის და არამარტო
პატარებთან ერთად განტვირთვა დიდებსაც სჭირდებათ.
თბილისის მუნიციპალური მუზეუმები უკრაინის მოქალაქეებს უფასოდ იღებენ. მუზეუმების სიას გაეცანით ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/402
თუ თანემემამულეებთან ერთად ყოფნა გინდათ, ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, უნდა ეწვიოთ უკრაინულ კლუბს „Під лампою“, სადაც გელოდებათ მეგობრული საუბრები უკრაინულ ენაზე, ლიტერატურული საღამოები, უკრაინული წიგნების ბიბლიოთეკა პატარებისა და დიდებისათვის და მრავალი სხვა გასართობი. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი 18, არტ ცენტრი „ფენიქსი“.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)